Friday, July 5, 2019

როგორც იქნა, მეცნიერებმა ეგზემის გაჩენის მიზეზები დაადგინეს


როგორც იქნა, მეცნიერებმა ეგზემის გაჩენის მიზეზები დაადგინეს

231 views
ეგზემა საშინელი დაავადებაა, რომელიც მთელ ცხოვრებას წამლავს. საბედნიეროდ, ექიმებმა მისი მიზეზი დაადგინეს.
ეგზემა კანის გავრცელებული დაავადებაა, რომლითაც მთელი მსოფლიოს ბავშვების 20%, ხოლო მოზარდების – 3% იტანჯება.
არსებობს უამრავი კრემი და ლოსიონი, რომლებიც ამსუბუქებს მდგომარეობას, თუმცა ეგზემის სამუდამო განკურნება შეუძლებელია.
ჯერ კიდევ 2006 წელს, მეცნიერებმა აღმოაჩინეს მჭიდრო კავშირი კანში ცილა ფილაგრინის უკმარისობასა და ეგზემის გაჩენას შორის. წინა წელს მეცნიერებმა კვლევის გაგრძელება გადაწყვიტეს.
ფილაგრინი ხელს უწყობს კანის ცალკეული უჯრედების გაჩენას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბარიერულ ფუნქციაში.
დიდი ბრიტანეთის ნიუქსალის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, GSK Stiefel-სთან თანამშრომლობით, გამოავლინეს რამდენიმე სახის ცილა და მოლეკულური გზები, რომლებიც კანის ამ პრობლემას იწვევს.
მექანიზმების გამოსავლენად, ჯგუფმა ცოცხალი კანის სამგანზომილებიანი, ლაბორატორიაში შექმნილი ექვივალენტი გამოიყენა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფილაგრინის უკმარისობა კანში ცილების სხვა 17 სახეობასა და მნიშვნელოვან რეგულატორულ მექანიზმებში იწვევს ცვლილებებს.
-“ასეთი კვლევა მეცნიერებს ეხმარება კვლევის მეთოდების შემუშავებაში, რომლებიც მიმართული იქნება დაავადების საწყისი მიზეზისადმი და მხოლოდ სიმპტომებს არ ჩაახშობს.”

No comments:

Post a Comment